02:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 18:28:49, 1220 ნახვა

საზოგადოება
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა, თანატოლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები გამართეს. მოეწყო ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა“,- განაცხადეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics