|
2022-06-13 16:26:45, 1001 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ყველაზე პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შეხვედრილვარ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუცია, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით. „რაც შეეხება სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუციას, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით და ასევე ის თავგასულობა, რომელსაც იჩენს ერთ-ერთი ევროპული ბანკი, ბუნებრივია მიუღებელია. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტი ფაქტად რჩება: ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასევე, ყველაზე მთავარი, ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს. ყველა გაკეთებულ საქმეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც სამება აუშენა ქვეყანას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა, როგორც მინიმუმ, სტატუსის და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)