|
2022-06-12 11:52:31, 876 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო საჭიროებები განიხილეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს დოკუმენტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზნების განხორციელება მოსახლეობისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას მკვეთრად გააუმჯობესებს. დოკუმენტი, მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ასახავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)