|
2022-06-10 16:21:57, 1014 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - აფხაზებს უნდა შევთავაზოთ საერთო ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა, ცენტრით ქუთაისში
უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის ფედერაციის შექმნის ინიციარიტივით გამოდის. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, აფხაზთა საერთო სახელმწიფოს უნდა შევთავაზოთ ქართველთა ფედერაციის შექმნა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისში იქნება. "უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან ერთად, ცხინვალის საკითხი თავისით მოგვარდება - ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს. უფრო რთულადაა სიტუაცია აფხაზეთთან. იქ ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამაჩაბლოში და გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია. ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე. ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს. ორივე - ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები. ქუთაისში, პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი. უნდა მოხდეს გარდამავალი პერიოდის აღება (ვთქვათ, 3-5 წელი), რომლის განმავლობაშიც მოხდება შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება. რა თქმა უნდა, ფედერაციის შიგნით უნდა იყოს სრულად თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმი. ჩვენ უკვე უნდა განვიხილავდეთ და ვკამათობდეთ ასეთ თემებზე, რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას. აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა. დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც."- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)