|
2022-06-10 15:25:05, 899 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - საქართველოს სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან, ნამდვილად გვაქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი
გამოცემა EURACTIV-ის სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, უკრაინის ასეთ განწყობებს სავარაუდოდ განაპირობებს ის ფაქტი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა სწორედ მათ ქვეყანაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ბოლო ათწლეულებში საქართველოს ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი რუსეთთან. "უკრაინა არის ყველაზე დიდი მსხვერპლი დღეს და აქედან გამომდინარე მას განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. თუმცა საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და საქართველოსაც ნამდვილად აქვს დამსახურებული, თან ის იყო ლიდერი მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპასთან ასოცირების კუთხით ყველა პარამეტრით. საქართველოს თავისი ისტორიით ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუ მეტად არა, არავისზე, მათ შორის, არც უკრაინაზე ნაკლებად. ვინაიდან საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე მისგან იყო აქტუალიზირებული, უკრაინას თავის მხრივ ალბათ მიაჩნია, რომ ის მომგებიან როლშია და სურს, რომ იქნებ თუ სამივეზე ერთად უფრო რთულია, მარტო მან, ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ მაინც მიიღოს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)