|
2022-06-09 18:24:25, 1101 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ანა ფოტიგა არის ლობისტი - არავის მივცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს
მდინარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არის ერთ- ერთი ლობისტი და შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" დავალებების მიმცემიც. „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს, მედიათავისუფლებას, ან წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს, ან განზრახ აზიანებს ამ ქვეყანას. ქალბატონ ფოტიგას წარმოდგენა აქვს, რაც ხდება ამ ქვეყანაში და თუ მაინც უკავშირებს მას ამ ყველაფერს, განზრახ აკეთებს ამას და ის ერთ- ერთი ლობისტი და შეიძლება დავალების მიმცემიც კი იყოს - "ნაცმოძრაობაზე" ნამეტანი დიდი წარმოდგენა ნუ შეგვექმნება, ისინი დავალებებს იღებენ. ამიტომაც იყო ჩვენი განცხადებები, რომ გაერკვნენ ჩვენი პატივცემული ოპონენტები, რომელ ქვეყანას ემსახურებიან. თუკი ვინმე ქვეყნის გარეთ მეორე თავის კოლეგას არწმუნებს, რომ ჩვენ ახლა საქართველოში ომი გვირჩევნია რუსეთის წინააღმდეგ, მოდი ჩვენც გვკითხონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, რა ურჩევნიათ ამ ქვეყანაში. როცა ერთი თვის წინ ვსაუბრობდი, რომ არავის მივცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ამას არ ვლაპარაკობდი შემთხვევით. დღესაც არ ვლაპარაკობ შემთხვევით, რომ რაც არ უნდა დამაზიანებელი იყოს ხელისუფლებისთვის, ხელისუფლებისთვის მსხვერპლს რასაც ეძახიან, ამაზეც წავალთ, ოღონდ არ დაზიანდეს ქვეყანა, ომის დაწყებას არ დავუშვებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,"- განაცხადა მდინარაძემ.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)