05:17 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 11:42:46, 779 ნახვა

საზოგადოება
თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო

ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ იქ არსებული ტერიტორია მოწესრიგებული იქნებოდა.  თხინვალაში ძველად არსებული სტადიონის ტერიტორია, რომლის ფართობი 2 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. ყველაფერია, რაც შეიძლება იყოს პარკში, რათა ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ბავშვები გაერთონ, გაკეთებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სკვერში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი განთავსდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს იყო ჩვენი დაპირება და ის შესრულებულია. ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ეს არის ყველაზე კარგი ემოცია, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით აბედნიერებ ადამიანებს. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics