16:48 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 10:21:33, 1311 ნახვა

მსოფლიო
გაერო - უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი მსოფლიო კრიზისის წინაშე დგას

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიულ ომის გამო, დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანი კრიზისის წინაშე დგას. ამას მოწმობს გაეროს გენერალური მდივნის ეგიდით შექმნილი გლობალური სურსათის, ენერგეტიკისა და ფინანსური კრიზისების რეაგირების ჯგუფის მონაცემები.

აღნიშნულია, რომ რამდენიმეთვიანი ომის შემდეგ, მსოფლიოs ემუქრება გაღრმავებული კრიზისი, რომელიც გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებასა და საშუალებებზე.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს კომისია უკრაინაში ჩავა , რათა გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია უკრაინაში დარღვევის შემსწავლელი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. ისინი შეასრულებენ თავიანთ პირველ მისიას ქვეყანაში 2022 წლის 7-დან 16 ივნისამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics