|
2022-06-06 15:10:44, 1472 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათია თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი არჩევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობისკენ იქნება მიმართული და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. „პირველი მთავარი პრიორიტეტი არის ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა- ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება; მეორე- ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა თურნავამ. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)