|
2022-06-06 14:50:14, 805 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით
საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ჯგუფი ქვეყნების, ასოცირებული ტრიო - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით და რაც მთავარია, ყველა მიღწევით. „ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების და ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის წინ ამ ქვეყნებს შორის. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური პოლიტიკა. ბიზნესმიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა პირველად მსოფლიოში, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც, მართლაც, ხალხის დაკვეთას ასრულებს და ჩვენი ამბიციური გეგმები და ის რეფორმები, რომელიც დავიწყეთ 9 წლის წინ, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, ამას გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)