|
2022-06-06 13:05:44, 829 ნახვა
ეკონომიკა
განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის
„თიბისისა“ და განახლებადი ენერგიიის კომპანია ენოვუსის თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა კონფერენცია „განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის". კონფერენცია გაიმართა 2 ივნისს თიბისი კონცეპტის სივრცეში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის, კერძოდ, მზის, წყლისა და ქარის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების გაზრდის მხარდაჭერას. ფორუმში მონაწილება მიიღეს „თიბისის“, კომპანია „“ენოვუსის“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი), არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის და სხვადასხვა განახლებადი ენერგიის კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს განახლებადი ენერგიის ინოვაციური ტექნოლოგიების და გადაწყვეტების, ენერგეტიკის სექტორში მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების, საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და მოხმარების წამახალისებელი მექანიზმების შესახებ. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია, აამაღლოს ცნობიერება განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების შესახებ, წვლილი შეიტანოს განახლებადი ენერგიის გამოყენების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესებს, ეფექტურად უპასუხონ ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგონ და გახდნენ ენერგოდაუმოუკიდებლები, ისე რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა 5 ივნისის კვირაში. ამ დღეს აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)