15:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 12:20:02, 1361 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ რაკეტები გამოსცადეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა  ჩრდილოეთ კორეის მიერ კვირას რვა რაკეტის გაშვებას,  კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში კიდევ რვა რაკეტის გასროლით უპასუხეს.

შვიდი რაკეტა  სამხრეთ კორეამ გაისროლა, ერთი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

 ”მაშინაც კი, თუ ჩრდილოეთ კორეამ პროვოცირება მოახდინა რაკეტებით მრავალი ადგილიდან, (სამხრეთ კორეას და აშშ-ს აქვს) უნარი და მზადყოფნა დაუყოვნებლივ დაარტყას სიზუსტით“,- განაცხადა  სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა.

 აღსანიშნავია, ჩრდილოეთ კორეის აგრესიის მიმართ ტონის შეცვლა სეულში, სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის არჩევის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა 10 მაისს დაიკავა . - 
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ "მტკიცედ და მკაცრად" უპასუხებს ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებს. 

ფხენიანის მიერ რაკეტების ბოლო  გაშვება 25 მაისს განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზიაში მოგზაურობის შემდეგ აშშ-ში ბრუნდებოდა. ბაიდენის მოგზაურობა მოიცავდა ვიზიტს სეულში, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა სამხედრო წვრთნების ხელახლა დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. წვრთნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეჩერდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics