|
2022-06-04 17:17:34, 1329 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისოს საბჭოს კონფერენციაში მონაწილეობს
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) მსოფლიო საბჭოში იღებს მონაწილეობას. IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა და მასში 200-მდე ორგანიზაციაა წარმოდგენილი. საქართველომ 2019 წელს ორგანიზაციის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტს პირველად უმასპინძლა. ასევე, 2021 წელს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის კომიტეტი შეიქმნა. საბჭო, პანდემიის დაწყების შემდეგ, წელს, პირველად იმართება და მას ალბანეთის დედაქალაქი ტირანა მასპინძლობს, რომელსაც 2022 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი აქვს. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა. ასევე, საქართველოში ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა. ღონისძიებებში მონაწილეობას ევროპარლამენტის და გაეროს წარმომადგენლები იღებენ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)