|
2022-06-03 10:31:10, 996 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება
„ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიულ მარშრუტებს და ზოგადად, მიწოდების დივერსიფიკაციას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაცია, დამოკიდებულება ენერგორესურსებზე, ამა თუ იმ წყაროებზე, მათ შორის ასევე არის სასურსათო პროდუქტების სავარუდო დეფიციტი და საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება - ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია" - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. „ვფიქრობ რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის იმისთვის, რომ ეს იყოს ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების საიმედო წყარო და საქართველომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია. რა თქმა უნდა, მე შევეხე ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასაც" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)