|
2022-06-01 22:31:55, 1783 ნახვა
სამხედრო
ასეული რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს -The Wall Street Journal
უკრაინის საზღვართან დისლოცირებული რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი 4 მარტს გაათავისუფლეს ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო, იტყობინება The Wall Street Journal დათხოვნის დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით. ბრძანებას ხელს აწერს სამხედრო ნაწილის მეთაური, ნათქვამია სტატიში. გაზეთში სხვა დეტალები არ არის მოცემული. კერძოდ, დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა და რომელ ქვედანაყოფში მსახურობდნენ, არ ზუსტდება. სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ იციან, დაწესდა თუ არა მათ მიმართ სხვა სანქციები. The Wall Street Journal-ის გამოცემა ეძღვნება რუსი სამხედროების უარს უკრაინაში ბრძოლაზე. მედიაზონას ცნობით, რუსი სამხედროების რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე, შეიძლება ათასობით შეადგინოს. ცნობილია ეროვნული გვარდიის თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შემთხვევები, რომლებმაც უარი განაცხადეს საზღვარგარეთ ოპერაციებში მონაწილეობაზე.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)