|
2022-06-01 15:40:14, 1104 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - EPP-ს მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას
ჩვენ ვიხილეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკანონის უზენაესობას,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პატრონაჟი და პროექცია, რასაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვხედავთ, ეს არ არის ევროპული ღირებულება, „ცარიელი სკამი, სახელი და გვარი, რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ, „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას. დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, დასცინეს მის ოჯახის, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს, დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ ამ კუთხით მძიმე სურათია“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ როტერდამში „ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობა გახსნაზე, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დელეგატებს სიტყვით მიმართვის ბოლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაუკითხა. თავად სააკაშვილისთის განკუთვნილი სკამი კი ცარიელი იდგა.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)