|
2022-05-31 17:34:33, 1035 ნახვა
საზოგადოება
კასპის საბავშვო ბაღებში გასართობი კონსტრუქციები ეწყობა
ქალაქ კასპის სკოლამდელი აღზრდის ხუთ დაწესებულებაში გასართობი ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერეს. „ატრაქციონები კაუჩუკის ფილებით მოწყობილ მოედანზე განთავსდება. გასართობი საშუალებები 4 სახეობისაა: მრავალფუნქციური სასრიალო, ორადგილიანი საქანელა, აიწონა დაიწონა და ზამბარიანი ატრაქციონი, დაიდგმევა სკვერის სკამებიც”,- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. როგორც ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, ეზო საბავშვო ბაღის საარსებო სივრცის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ეზოში გასართობი კონსტრუქციები მოვაწყოთ, რათა ბავშვებს დასვენების და გართობის საშუალება ქონდეთ. ამჟამად ქალაქის 5 საბავშვო ბაღის აღჭურვა მიმდინარეობს და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება იქ, სადაც დღეისათვის ასეთი კონსტრუქციები არ არსებობს ან მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)