19:16 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 13:21:14, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, ორივე კატეგორიულად მოითხოვდა ევროკავშირის კანდიდატურას

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების" ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ბრიუსელში ბოლო კვირების განმავლობაში, შეხვედრები ორი ოპოზიციური პარტიის წევრებთან ჰქონდა.

კრამონის თქმით, ორივე პარტია „ლელოც“ და „საქართველოსთვის“ ითხოვდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი.

„ცნობისთვის, ბოლო კვირებში, ევროკავშირში ბრიუსელში შევხვდი საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას - „ლელოს“ და გახარიას „საქართველოსთვის“. ორივე კატეგორიულად მოითხოვდა ევროკავშირის კანდიდატურას, დემოკრატიული უკანდახევის მიუხედავად, რადგან "ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას",- წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომის პარტია" და უცხოელი ლობისტები არ კარგავენ იმედს და აქტიურად იბრძვიან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღება ვერ შეძლოს.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა“,- განაცხადა კობახიძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics