19:16 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 11:43:54, 860 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ზოგიერთებს არ უყვართ ეს სიტყვა, მაგრამ სამარცხვინოა, რომ ქალთა სასტიკი მკვლელობა კიდევ ხდება

ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან საქართველოში მსგავსი ქმედებები აღარ უნდა მოხდეს. 

"მინდა ერთი საკითხი ვახსენო, მართალია ზოგ-ზოგებს არ უყვართ სიტყვა "სამარცხვინოა", მაგრამ ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა დღეს, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე. ვიცი რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ ქალები, როცა პოლიციასთან მიდიან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ის უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics