14:39 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 10:08:11, 1538 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს დააწესებს - რას მოიცავს სანქციების მეექვსე პაკეტი

დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამიტზე მიიღეს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს აქტივების გაყინვას და ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას. ხოლო რუსეთის უმსხვილესი ბანკი, Sberbank, გამოირიცხება SWIFT-დან, ფინანსური გადარიცხვების მთავარი გლობალური სისტემისგან, საიდანაც ადრე ევროკავშირმა აკრძალა რამდენიმე მცირე რუსული ბანკი. სამ მსხვილ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირში კონტენტის გავრცელება შეეზღუდება.

”ჩვენ გვინდა გავაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მტკიცეები, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მკაცრი”, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მანვე დასძინა, რომ ახალი სანქციები, რომლებსაც 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა ესაჭიროებოდათ, ოთხშაბათს კანონიერად დამტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროკავშირის სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი, ვინაიდან მათ უკვე დააწესეს სანქციების ხუთი რაუნდი რუსეთის წინააღმდეგ. ის შეეხება 1000-ზე მეტ ადამიანს ინდივიდუალურად, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინსა და ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებს, ასევე პროკრემლის ოლიგარქებს, ბანკებს, ქვანახშირის სექტორსა და სხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics