20:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 11:52:49, 2983 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი, საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის, დიდი ადამიანურ დანაკარგს განიცდის

რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, უმცროს ოფიცრებს უწევთ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა, რადგან არმიას არ გააჩნია მაღალკვალიფიციური და უფლებამოსილი ოფიცრების კადრები, რომლებიც ასრულებენ ამ როლს დასავლურ ძალებში.

„ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების დიდი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, გაამწვავებს მის მიმდინარე პრობლემებს ბრძანებისა და კონტროლისადმი მიდგომის მოდერნიზების კუთხით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG), რომლებიც აღდგენილია უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფის გადარჩენილებისგან, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტური იქნება უმცროსი ლიდერების ნაკლებობის გამო.”,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვაში აცხადებენ, რომ გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს მორალის შემდგომ დაქვეითებას და ცუდ დისციპლინას.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics