|
2022-05-28 18:06:20, 1302 ნახვა
საზოგადოება
ახმეტაში პუტინისტური პარტია ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტეს
ახმეტაში პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. "არა რუსეთს! არა მონობას! არა ალტ-ინფოს!" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, 20-მდე ახალგაზრდა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის წინ მივიდა და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა. კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. „ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი. მოქალაქეებისა და აქტივისტების გამოჩენას პარტიის ოფისთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გაარიდა ადგილიდან. მოქალაქეების აქცია კი გაგრძელდა. ისინი ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ პარტია არ დატოვებს ახმეტას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)