09:06 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 10:21:54, 1074 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ

იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი  მნიშვნელოვანი სიახლეა ციფრული უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგადაც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლება – ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო პროგრამები – გაიარონ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ, რომლის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ისე განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებას.

იუსტიციის მინისტრმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმას, რომ  ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნადი ფონდის განახლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics