20:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 16:47:54, 980 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფლება ნიკას“ - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს

„თავისუფლება ნიკას“- ამ წარწერით გადმოკიდეს ბანერი კრიტიკული მედიის წარმომადგენლება პარლამენტის სასესიო სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს.

მედიის წარმომადგენლება, „მთავარი არხის“ ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს, რასაც ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

„მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომლებმაც ლოჟიდან გამოფინეთ ბანერი, ჟურნალისტებო, ის ლოჟა სადაც თქვენ იმყოფებით, განკუთვნილია იმისთვის, რომ იქიდან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ამ ქმედებით თქვენ სინამდვილეში გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი მედიის ნაწილია. ჟურნალისტების ნაწილი

იმის ნაცვლად, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი და სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული. შესაბამისად ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics