|
2022-05-27 15:44:22, 957 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველო იმაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა
საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. კობახიძის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. „საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, არსებობს ძალიან მარტივი კრიტერიუმები - ეს არის როგორც სამართლის უზენაესობა და დემოკრატია, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა, ეს არის, ზოგადად, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)