|
2022-05-27 14:12:58, 966 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი - ერთად მივმართოთ ევროპას და დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას
დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას,- ასე მიმართა დღეს პარტია "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ პარტიებს. უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ევროპისკენ სავალ გზას წარმოადგენს, ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო. „ლელო გთავაზობთ, ერთად მივმართოთ ევროპას, შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებულებმა მივმართოთ ევროპას. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ და ევროპისკენ სავალ გზას წარმოადგენს. დარჩენილ 2-3 კვირაში მხოლოდ ამ ადამიანების (ქართული ოცნების) იმედზე ნუ ვიქნებით. ეს უსამართლო იქნება. მიყენებული ზიანის გამოსწორებაც აღარ შეუძლიათ, აქედან გაკეთებული განცხადებების შემდეგ რაც ხდება ხოლმე იმ ქვეყნებში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ამიტომ არის საჭირო ამის გაკეთება 2-3 კვირაში. დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას“,- განაცხადა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)