|
2022-05-27 13:01:54, 868 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში მილიონზე მეტი ადამიანი გვყავდეს და არჩევნებში მონაწილეობდეს არ იღებდნენ
სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს ათასობით ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები და უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა. "მნიშვნელოვანია მათი არჩევნებში მონაწილეობა. სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ დროა, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. ეს ასევე მისცემს საშუალებას, თან როდესაც არ ცხოვრობ საელჩოებთან ახლოს, არაა აუცილებელი გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია თავისი ყველა პრობლემებით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს დედაქალაქთან რომელიმე ქვეყანაში, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს ალბათ პოლარიზაციასაც ცოტა ქვემოთ დასწევდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)