|
2022-05-27 12:49:59, 984 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე - უნდა გავუმარტივოთ ორმაგი მოქალაქეობა და პარლამენტში ყავდეთ წარმომადგენილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს წარმომადგენლები მსოფლიოში და უფრო ახლოს არიან ევროპასთან და შეიძლება კარგად გამოადგეს ქვეყანას. "ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ასეთი დიასპორა გვეყოლებოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ჩვენ წამომადგენლები არიან მსოფლიოში. მთავარია, ჩვენს შორის კავშირი არ უნდა გაწყდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე იუსტიციის სამინისტროთან. მეორე, მათი ჩართულობა პოლიტიკაში და ამას სჭირდება, რომ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. მართალია,ეს მე არ მეკუთვნის, პარტიების ხელშია, მაგრამ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ პარლამენტში ყავდეთ თავისი ინტერესის წარმომადგენელი. ეს შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით, რომ ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულა, რომ ყველა სიაში ყავდეთ დიასპორის წარმომადგენელი. ისინი უფრო ახლოს არიან ევროპასთან და შეიძლება კარგად გამოგვადგეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)