|
2022-05-26 17:07:14, 1077 ნახვა
პოლიტიკა
კასპის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
კასპში 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მერაბ კოსტავას სახელობის სკვერიდან დაიწყო, სადაც მისი ბიუსტია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს მათივე თქმით, ღონისძიება ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან გაგრძელდა. მამა გიორგიმ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საზეიმო ღონისძიება კი კულტურის ცენტრის მიმდებარედ გაიმართა, სადა მოწყობილი იყო თემატური გამოფენები. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცა და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება უსურვა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“, სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ქართლი“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლები. ღონისძიება დაასრულა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, კულტური ცენტრში გამართა თემატური სპექტაკლი „მატარებელი“. ეს დღე ჩვენია!
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)