10:11 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 14:45:50, 743 ნახვა

საზოგადოება
გორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ  ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

 „საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე  ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა პატივისცემით გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომელთა დაუღალავი შრომის და ბრძოლის შედეგია საქართველოს დამოუკიდებლობა. 

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ღრმა ფესვები აქვს. ეს ბრძოლა დაიწყო საუკუნეების წინ და  მიდის დასასრულისკენ. თითოული ქართველი, თითოეული მოქალაქე მზად არის, გახდეს ღირსეული ევროპელი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი სივრცე და გამოფენა/ბაზრობა მოეწყო, სადაც წარმოდგენილია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია, მათ შორის,  ნატურალური წვენები, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები და სხვა.  ღვინის სადეგუსტაციო სივრცეში ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი. 

სპეციალურად მოწყობილ სცენაზე,  გორის ქალთა კაპელა ევროკავშირის ჰიმნს შეასრულებს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს - 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. 

ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებელი ევროკავშირის შექმნის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ისტორიის შესახებ მიიღებს ინფორმაციას.  

სპეციალური მოედანი მოეწყო ბავშვებისთვისაც, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობები ტარდება.
ღონისძიების დასასრულს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 
მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო წარმოდგენილია ქალაქებში: თბილისი, გორი და თელავი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics