17:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 18:23:17, 1725 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღის 60 % გამოიყენა

რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსეთს ამ ეტაპზე ზემოხსენებული იარაღის მარაგების სწრაფად შევსების შესაძლებლობა არ გააჩნია.

 " ჩვენი მონაცემებით, თუ ვისაუბრებთ მაღალი სიზუსტის იარაღზე, მაშინ მარაგების დაახლოებით 60 პროცენტი უკვე გამოყენებულია. ზოგიერთი სახეობისთვის, უფრო მეტიც - 70%. მათ შეცვალეს ასეთი იარაღის გამოყენების ტაქტიკა. თუ ადრე ობიექტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა 2 ან 4 რაკეტა, ახლა აშკარად არის შერჩეული ობიექტი, სამიზნე, ეს არის 8-დან 12-მდე სხვადასხვა ფორმატის რაკეტა ან ბალისტიკური ასევე ფრთოსან რაკეტებს - მიწიდან, ზღვიდან, ჰაერიდან იმისთვის, რომ სამიზნისთვის მოსახვედრად მზად იყოს." - განაცხადა ვადიმ სკიბიცკმა. 

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics