10:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 18:17:37, 1989 ნახვა

ეკონომიკა
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის" საინფორმაციო კამპანია კარდაკარ დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია კარდაკარ დასრულდა. ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში „განვითარების ტალღის" კონსულტანტებმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" მოხალისეებმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თუ გსურს აქტიურად ჩაერთოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოიპოვოთ დაფინანსება სოფლისთვის და აქციოთ იდეა რეალობად, არ თქვა უარი ამ შესაძლებლობაზე და ჩაერთე პროგრამაში. წარმოადგინე შენი იდეა 10 ივნისამდე, შემდეგ მისამართებზე:

მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში; მერის წარმომადგენლების ოფისებში; ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com „განვითარების ტალღის" ოფისში. მის: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10; „განვითარების ტალღის" მიერ თემში მივლინებულ კონსულტანტებთან. Facebook-ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი/Participatory Budget in Keda. იდეების კენჭისყრა გაიმართება 17,18 და 19 ივნისს.

,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი.

პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული საპროექტო იდეა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი სოფლისთვის განკუთვნილ თანხას.საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.გაითვალისწინეთ, რომ თქვენ წარადგენთ მხოლოდ პროექტის იდეას და არ გევალებათ დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.

მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას( სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას), რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობებათ გადაწყვეტილება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics