14:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 16:33:14, 1608 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - გავაფრთხილეთ უნგრეთი, არ დაბლოკოს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება

გავაფრთხილე უნგრეთი, არ დაბლოკოს მცდელობები, რათა დაწესდეს ევროკავშირის მასშტაბით ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

მისივე თქმით, გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს.

"თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთის გარეშე, აპირებს, აირჩიოს ეს გზა და დააწესოს ემბარგო, მე მხარს დავუჭერ. თუმცა, ეს შემოთავაზება ევროკავშირისგან ჯერ არ ყოფილა". - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics