|
2022-05-21 10:07:48, 1588 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აზოვსტალიდან გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილები, ექიმები
აზოვსტალიდან გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილები, ექიმები. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით,უკრაინა აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე. " დღეისათვის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იყო ბლოკირებული, გაყვანილია. ქარხანასთან ახლოს და მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია კი დიდი ხნის წინ დაიწყო. უკვე გამოყვანილი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, მძიმედ დაჭრილები, დაჭრილები... ახლა, როცა ვსაუბრობთ, ვიცი რაც ხდება. ვფიქრობ, ყველას გამოყვანა უახლოეს პერიოდში დასრულდება" . - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)