|
2022-05-18 18:18:31, 1761 ნახვა
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი გახსნა
საქართველოს პროკურატურის პროკურორებისთვის, შსს-ს, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე თქმით, ღონისძიება, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილეები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი, ლენა ოუენსი ესწრებოდნენ. გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტს თანამშრომლობისთვის; ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კრიპტოვალუტის ამოღების პროტოკოლი შეიქმნა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კრიპტოვალუტის დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ. კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვირტუალური აქტივების დანაშაულებრივი გამოყენება, ვირტუალური აქტივების მოძიება და ამოღება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი, კიბერდანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)