|
2022-05-18 11:35:34, 1046 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია ლაქტაციის შესახებ საინფორმაციო გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო
ლაქტაცია, ძუძუთი კვების ხელშეწყობა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნები - ამ თემებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე ახალი საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს, სადაც საუბარია ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და ლაქტაციის დროს დედის კვებაზე. გამოცემის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ძუძუთი კვების მნიშვნელობა. შეხვედრას ესწრებოდნენ: პედიატრები, ნეონატოლოგები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები, პედიატრთა აკადემიის, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)