|
2022-05-17 16:12:06, 1082 ნახვა
საზოგადოება
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოკლე ანგარიშები წარადგინეს. ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის, საკარანტინო მავნებლების გამოვლენისა და რისკების შეფასების ღონისძიებებზე, DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. საბჭოს წევრებმა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოების და ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)