|
2022-05-16 17:37:54, 1358 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მთის კურორტების გათოვლიანებისთვის თანხა იტალიური საპროექტო ორგანიზაციის მიერ იქნა განსაზღვრული
მთის კურორტების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ამ ეტაპზე ფასთა მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, მასში ჩართულია იტალიური საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც მთის ტრასების სააგენტოს მიერ თავად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის რეკომენდაციით არის შერჩეული, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის პასუხად. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთის კურორტების გათოვლიანებისთვის თანხა, კერძოდ 140 მლნ ლარამდე სწორედ იტალიური საპროექტო ორგანიზაციის მიერ იქნა განსაზღვრული. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მას გავლილი აქვს ექსპერტიზა და ეს იყო პირველი საწყისი საკონკურსო ფასი. ამასთან, ის კატეგორიულად გამორიცხავს პროცესის პოლიტიზების შესაძლებლობას. „ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი ტენდერზე, ეს არის ფასთამოკვლევის პროცესი. რაც შეეხება პროცესის პოლიტიზებას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია - პროცესი მიდის, ჯერ არავის არავინ აურჩევია. მიდის შეფასება, რადგან იქ არის ძალიან ბევრი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა უნდა მოხდეს და ეს პროცესი უნდა შედგეს. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)