01:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 11:05:34, 1388 ნახვა

პოლიტიკა
ეკა კვესიტაძე - როგორც „მოსკვა“ ჩაიძირა, ისე ჩაძირულ გემში გადაიყვანა დღეს ივანიშვილმა ქვეყანა

როგორც "მოსკვა" ჩაიძირა, ისე ჩაძირულ გემში გადაიყვანა დღეს ივანიშვილმა ქვეყანა, - ასე ეხმიანება "მთავარი არხის" წამყვანი, ეკა კვესიტაძე გენერალურინ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. 

როგორც კვესიტაძემ სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, " აუცილებლად გადაყვება პუტინს". 

"როგორც "მოსკვა" ჩაიძირა, ისე ჩაძირულ გემში გადაიყვანა დღეს ივანიშვილმა ქვეყანა. მაგრამ არ გადავაყვანინებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქეყანა ისევ დასავლეთისკენ იყოს. ყელაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ისტორიის სწორ მხარეს. ივანიშვილმა დღეს გააკეთა საბოლოო არჩევანი, სინათლის ხმარეს არის თუ სიბნელის და ის არის სიბნელის მხარეს. დღეს არის იმედის დღე, რომ ეს არის პუტინის მონა რუსი ოლიგარქი ივანიშვილის დასასრული. ის აუცილებლად გადაყვება პუტინს, ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში",- განაცხადა ეკა კვესიტაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics