10:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 12:57:07, 2053 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული ბანკებით ვეღარ ისარგებლებენ - ​რადამ 26 მილიარდიანი აქტივების ნაციონალიზაციას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რუსული Sberbank-ისა და VEB.RF-ის (ყოფილი Vnesheconombank) უკრაინაში არსებული  შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ.

მიღებული კანონის თანახმად, უკრაინული Sberbank-ისა და VEB-ის შვილობილი კომპანიების კორპორაციული უფლებები, ისევე როგორც მათი ფინანსური აქტივები, რომლებიც განთავსებულია სხვა უკრაინულ ბანკებში,  სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

" რადას დეპუტატებმა  დღევანდელ სხდომაზე საპრეზიდენტო სასწრაფო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს,"- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის  მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა  ეროვნული ბანკის წინადადებას უკრაინის ბაზრზე მყოფი რუსული ბანკების 26 მილიარდიანი აქტივების ნაციონალიზაციის შესახებ,





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics