|
2022-05-12 18:43:37, 1318 ნახვა
ეკონომიკა
იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები ერთ წელში 31 %-ით გაიზარდა
ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას ISET-PI ავრცელებს. მათივე თქმით, ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით. " ფასების წლიური ზრდის მიზეზი, როგორც ჩანს, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებში უნდა ვეძებოთ, რადგან FAO-ის მონაცემებით, სურსათის ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ფასები გაიზარდა შემდეგ კატეგორიებში: მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი, შაქარი. სურსათის საერთაშორისო ფასების ზრის დინამიკა მოგვიანებით ადგილობრივ ფასებზეც აისახა, თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზარდოს." - ნათქვამია კვლევაში. შეგახსენებთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა ემთხვევა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სურსათის კატეგორიის ფასებს. საქსტატის ანგარიშის თანახმად, წლიურ ჭრილში სურსათის ქვეჯგუფში ფასები 16.2%-ით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)