|
2022-05-10 20:17:32, 1339 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ გამოცდილი გვაქვს რა არის ომი, საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა ამას არ დაუშვებს
ჩვენ გამოცდილი გვაქვს რა არის ომი, ეს ყველაფერი გავიარეთ და ვიცით, რა შედეგები მოყვება. ამაში საკმაოდ მყარად დგას ხელისუფლებაც და საქართველოს მოსახლეობაც, რომ ამას არ დაუშვებს, მაგრამ გაუგებარი ეჭვები აძლევს იმის ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ამ შემთხვევაში ქალბატონ ხათუნასაც, რომ ეს კითხვები დაისვას. ჩვენი მხრიდანაც ვერ უარვყოფთ, რომ ეს კითხვები არსებობს და გვინდა პასუხები, რას ნიშნავს - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან, მაინც არის ორკერტრირებული შეტევის მცდელობა. „რაღაცნაირად ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, ამ გაუგებარი არსების გაუგებარი დამოკიდებულება ავადმყოფობასთან და გადაყვანასთან დაკაშირებით, მოთხოვნები, ამ სიტუაციის ერთიანობა გარკვეულწილად შეიმჩნევა. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც იქ არიან ხელისუფლებაში, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, პირდაპირ მოუწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსულ საქმეს აკეთებს და რუსეთთან არის კავშირში. ამაზეც ხომ პასუხებია გასაცემი. გასაგებია, რომ ომია, მაგრამ ის ადამიანები ომში ჩართულები არიან და თან ყოველგვარი ფაქტების გარეშე გადანაშაულებენ. ამ ყველაფერს ჩვენი პარტნიორები უყურებენ. რა თქმა უნდა, არის რიგი პასუხები, სადაც მყარად დგანან საქართველოს ხელისუფლების გვერდით და ამ ყველაფერს უარყოფენ, მაგრამ უფრო მკაფიო განცხადებებიც გვინდა და პასუხებიც გვინდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში უკრაინის გვერდითაც ვართ და ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ. ყველა თემაში ვართ მაქსიმალურად ჩართულები და ეს ორმაგი სტანდარტი, რომ ერთი მხრივ, მხარს ვუჭერთ და მეორე მხრივ, რომ რაღაც მცდელობები არის და ერთმანეთთან რაღაცეები დაკავშირებულია, ეჭვს აჩენს. მისივე თქმით, საქართველოს დამოკიდებულება უკრაინისადმი არანაირად არ შეიცვლება. საქართველოს მთელი მოსახლეობა ერთიანები ვართ იმაში, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს გვერდით. ეს ფაქტებითაც აღინიშნა, თუმცა გაუგებარია მათი გამონათქვამები. ჯერ იყო ქილიკი „ხომ არ წახვიდოდით, გაისეირნებდით ცხინვალში და სოხუმში“, ეს ყველაფერი ხომ ერთმანეთთან რაღაცნაირად კავშირშია, ესენი ხომ უბრალო მოქალაქეები არ არიან, ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში და ასეთი მოწოდებები საქართველოს მიმართულებით, არც დამალეს, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში ჩაერთვებოდა და რუსეთს ზურგით დაარტყამდა და ა.შ., ან ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ იყოს, ამას გააკეთებდა. ამას ვიღაც არ ლაპარაკობს, ამას ლაპარაკობენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პრეზიდენტის მრჩევლები და ა.შ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)