07:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 10:54:27, 1521 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში საარტილერიო დაბომბვას რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია ემსხვერპლა

ზაპოროჟიეს რაიონში საარტილერიო სროლის შედეგად, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან დაბომბვისას გარდაიცვალა. ჭურვი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. დავით ჟვანია იყო უკრაინის უმაღლესი რადას IV-VII მოწვევის დეპუტატი. 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტს იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics