07:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 10:30:49, 1486 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო განადგურდა - არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებული  სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო თითქმის მთლიანად განადგურდა, დაიღუპა ერთი ადამიანი დაიჭრა ხუთი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

რეგიონული სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 1000 კვ.მ ფართობზე გაჩენილი ხანძარი მაშველებმა სამ საათში ჩააქრეს. ხანძრის ჩაქრობაში ათი ერთეული ტექნიკა და 53 ადამიანი მონაწილეობდა.

"რაკეტამ სავაჭრო ცენტრის უკანა სახურავი გაარღვია და უკანა ეზოში ჩავარდა. მაქსიმალური ზიანი მიიღეს შემდეგმა მაღაზიებმა: Auchan, Decathlon და LC Waikiki, ასევე დაზიანდა გენერატორისა და საქვაბე ოთახის შენობა.სწორედ ამ ადგილზე იყო სტაციონარული დაცვის პოსტი, სადაც, საბედნიეროდ, არავინ იმყოფებოდა, არის მსხვერპლი, თუმცა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია."- იტყობინება უკრაინული მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics