|
2022-05-09 18:14:21, 1027 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა ჰოლდინგი“ Wings for Life World Run-ს წელსაც შეუერთდა
ერთი მიზნით - მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას შეუერთდა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში წელს უკვე მეშვიდედ ჩაერთო მისიით, საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დასამარცხებლად. ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „უკვე რამდენიმე წელია, „თეგეტას“ გუნდის წევრები მონაწილეობენ მსოფლიო მარათონშიWings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ვიზრუნოთ და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, შევძლებთ მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალოთ“ .
წელს მარათონში „თეგეტას“ 60-მდე თანამშრომელი ჩაერთო. მსოფლიო რბენაში მონაწილეობისათვის მათ დინამო არენა აირჩიეს. „თეგეტას“ გუნდიდან ყველაზე მეტი ბექა ქაშიბაძემ გაირბინა. კომპანიის თანამშრომელმა 19.09 კმ დაფარა.
Wings for Life World Run 2022-ის ღონისძიებას საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 25 კომპანია და 1500-ზე მეტი მონაწილე შეუერთდა. გარბენი რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. წელს „საფინიშო მანქანის“ ფუნქციას სპეციალური აპლიკაცია ასრულებდა, რომელიც მონაწილეების მიერ დაფარულ მანძილს აკონტროლებდა.
Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე, ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე, კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს. წელს მარათონს 165 ქვეყნიდან 161, 892 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 4.7 მილიონი ევრო შეგროვდა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)