07:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 18:28:16, 1793 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა და ოლენა ზელენსკას შეხვდა

აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უჟგოროდში ჩავიდა, სადაც უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას შეხვდა. ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა. მისმა პრესმდივანმა შეხვედრის ვიდეო ტვიტერზე გამოაქვეყნა.

შაბათს ბაიდენი შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს სლოვაკეთსა და რუმინეთში. მან მოინახულა ქალაქი კოშიცე და სოფელი ვიშნე ნემეკე, ასევე ეწვია ბუქარესტის საჯარო სკოლა „ურუგვაი“, სადაც ახლა უკრაინელი ლტოლვილების შვილები სწავლობენ.

"მე მინდოდა ჩამოვსულიყავი დედის დღეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უკრაინელ ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. და ეს ომი იყო სასტიკი. ამერიკელი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას",- თქვა ბაიდენმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics