|
2022-05-07 15:41:48, 1022 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ინამ ქერიმოვს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პირველი სამუშაო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა. მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ შამუგია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მინისტერიალის მთავარი საკითხი, აგრარული მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორია დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითრებისთვის. ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანელ კოლეგას აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები გააცნო. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შედეგად, გვაქვს წარმოების ზრდა და ექსპორტის მზარდი დინამიკა, რაც, თავისთავად, საქართველო აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასაც იძლევა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი მარცვლეულის წარმოების ზრდის პროგრამით დაინტერესდა, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოში შემუშავების პროცესშია და ქვეყნის მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დარგის განვითარების ხედვებზე, მიდგომებსა და მექანიზმებზე, რაც საშუალებას იძლევა განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი, წარმოება გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)