|
2022-05-06 14:18:38, 793 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს
“საქართველოს ბანკი”, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” 11 მაისს, 20:00 საათზე, გამართავს. “საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება იმ სიახლეებსა და ინოვაციებს შეეხება, რომელსაც „საქართველოს ბანკი“, ბოლო პერიოდში ავითარებს და უახლოეს მომავალში დანერგავს. ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში იქნება შესაძლებელი https://bit.ly/3vB7y2a გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ტექნოლოგიების დღის სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ღონისძიებაზე ისეთი თემები გაჟღერდება, როგორიცაა:
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა, ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება თუ ქვეყანაში ამ სფეროს კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი მომხმარებლის მუდმივადცვალებად საჭიროებებს და ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ უკეთესი პროდუქტები და ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. "Bank of Georgia UPDATE''-ის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ იმ ტექნოლოგიებზე მოვუყვებით მსმენელს, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება და ახლდება. ასევე, გავაჟღერებთ საინტერესო სიახლეებს, რომელსაც ბანკი მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)