|
2022-05-05 12:14:07, 1089 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოზურგეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით დანერგილი კვლევის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს. „ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორია ლაბორატორიების სერვისები რეგიონებში, რა კვლევები გვაქვს დანერგილი და რამდენად არის ეს კვლევები შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნით, გაიზარდა წყლის მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ვეტერინარიის მიმართულება, აქაც აქტიურად მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძის განცხადებით, ოზურგეთის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე ტექნიკით, საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება მიიღონ. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)