17:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 12:04:40, 1103 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც იქ ხდება, მიუღებელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარე მოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. 

„თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. ტერიტორია კი მოწესრიგდება, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ჯიხურების საკითხზეც, რათა მათი გადატანა შესაბამის ტერიტორიებზე მოხდეს. 

 

„ასევე, გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გვინდა, რომ მათი გადატანა მოხდეს ისეთ ადგილებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით და არც ფეხით მოსიარულეებისთვის. მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც დღეს იქ ხდება, მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics